logo_geo
მოგება ძლიერ ნაკრებთან - საქართველომ სერბეთი ელისანდროს ჰეთ-თრიქით დაამარცხა
- +

18 დეკემბერი. 2021. 23:48

 

საქართველოს ფუტსალის ნაკრები კიდევ ერთხელ შეხვდა ევროპის ერთ-ერთი უძლიერეს გუნდს, სერბეთს და დაამარცხა. სერბები გუნდის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ემზადებიან, რომელიც ნიდერლანდებში 19 იანვრიდან – 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

 

საქართველოს ფუტსალის ნაკრები დიდი სენსაციის ავტორი გახდა. ავთანდილ ასათიანის გუბდმა ევროპაში რეიტინგით მე-6 ნაკრები (მსოფლიო რეიტინგში მე-15) ურთულეს ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

 

თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გამართული პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა. ამჯერად კი ჩვენმა გუნდმა დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეტოქეს 4:0 უგებდა. ჰეთ-თრიქი ელისანდრომ შეასრულა, ერთიც თალესის ანგარიშზე იყო.

 

სერბეთის ნაკრები ამის შემდეგ გამოფხიზლდა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ, 4:3 მოიგო, რაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ამბავი ჩაიწერა.

 

საქართველო – სერბეთი 4:3

 

გოლები: 1:0 ელისანდრო (8. თალესის პასით), 2:0 თალესი (21. არჩილ სებისკვერაძის პასით), 3:0 ელისანდრო (22), 4:0 ელისანდრო (29. რონინიოს პასით), 4:1 დენის რამიჩი (35), 4:2 დრაგან ტომიჩი (37), 4:3 დრაგან ტომიჩი (37)

 

გაფუჭებული 6-მეტრიანი: სტეფან რაკიჩი (9)

 

საქართველო: თორნიკე ბუკია – თალესი, რონინიო, გიორგი ღავთაძე, ელისანდრო

 

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

 

სათადარიგოები: ალექსანდრე ჯამბურია, გიორგი ქურდაძე, შოთა თოფურია, არჩილ სებისკვერაძე, ვახტანგ კეკელია, ირაკლი თოდუა, ნიკოლოზ კურტანიძე, ჯანიკო გიორგაია, ნუკრი ჭუმბურიძე

 

სერბეთთან შეხვედრები ჩვენი გუნდის კაპიტანმა, მეკარე ზვიად კუპატაძემ გამოტოვა, მაგრამ ის ეროვნული ნაკრებს შეუერთდება და 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ ითამაშებს. მატჩი ისევ თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი