logo_geo
„ბარსელონას“ ფეხბურთელებმა პირველად არ მიიღეს კლუბისგან საშობაო საჩუქრები
- +

25 დეკემბერი. 2021. 19:28

 

 

„ბარსელონას“ ფეხბურთელებს არანაირი საშობაო საჩუქრები არ მიუღიათ კლუბისგან.

 

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, კატალონური კლუბის მოთამაშეები ყოველთვის იღებდნენ საჩუქრებს შობაზე, როცა გუნდს ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ. ჩვეულებრივ, ფეხბურთელები საჩუქრად იღებდნენ ტექნიკას, მაგალითად, ბოლო მოდელის აიფონებს ან აიპადებს.

 

გასულ წელს, როცა მზადება მიდიოდა ახალი პრეზიდენტის არჩევნებისთვის, თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თავის თანაგუნდელებს ფრანგული ლუქსური ბრენდის საფულეები აჩუქა.

 

წელს ფეხბურთელები ისევ ელოდნენ საჩუქრების მიღებას კლუბის ახალი პრეზიდენტისგან ჟოან ლაპორტასგან, მაგრამ „ბარსელონაში“ მკაცრი ეკონომიკური რეჟიმის გამო, კლუბმა საჩუქრების დარიგებაზე უარი თქვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი