logo_geo
ზაზა ფაჩულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა
- +

30 დეკემბერი. 2021. 18:15

 

ყველაზე წარმატებული ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი გახდა. შესაბამის შეთანხმებას მან ხელი ფონდის პრეზიდენტთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან შეხვედრაზე მოაწერა ხელი.

 

შეთანხმება საქართველოს ყველა რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორის, 2022 წლის პირველ ნახევარში, ფაჩულია ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, ყველა რეგიონიდან 10 ნიჭიერ ახალგაზრდას შეარჩევს, რომლებიც საწვრთნელ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას. შეკრება ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში გაიმართება. ხარჯებს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი აანაზღაურებს.

 

 

big_banner
არქივი