logo_geo
ფიფა-მ წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაზე სამი კანდიდატი დაასახელა
- +

7 იანვარი. 2022. 20:13

 

ცნობილია იმ სამი ფეხბურთელის ვინაობა, რომელთაგან ერთი წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას მიიღებს.

 

ფიფა-ს ვერსიით 2021 წელს საუკეთესო სამეული ასე გამოიყურება – ლიონელ მესი (არგენტინის ნაკრები, პარი სენ-ჟერმენი) რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთის ნაკრები, ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტის ნაკრები, ლივერპული).

 

პრეტენდენტთა სამეულში მოხვდნენ: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) და ლიონელ მესი (პარი სენ-ჟერმენი).

 

2020 წელს ეს ჯილდო „ბაიერნის“ პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის გადაეცა.

 

დაჯილდოების ცერემონიალი 17 იანვარს, შვეიცარაში, ქალაქ ციურიხში გაიმართება.

 

 

big_banner
არქივი