logo_geo
ტოჩინოშინმა იანვრის ბაშო გამარჯვებით დაიწყო
- +

9 იანვარი. 2022. 18:20

 

ტოკიოში 2022 წლის პირველი ბაშო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ბრწყინვალედ დაიწყო. ტოჩინოშინმა პირველ საჭიდაო დღეს მე-16 მაეგაშირა ცურიგიშოს იორიკირით აჯობა.

 

ლევანის მომდევნო მეტოქე მე-14 მაეგაშირა იჩიამამოტო იქნება. 34 წლის ლევან გორგაძის პროფესიულ კარიერაში აღნიშნული ბაშო რიგით 94-ეა.

 

 

big_banner
არქივი