logo_geo
მიხეილ მესხი დღეს 85 წლის გახდებოდა
- +

12 იანვარი. 2022. 14:31

 

 

1937 წლის 12 იანვარს თბილისში დაიბადა მიხეილ მესხი - ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი ფეხბურთელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. სარგებლობდა გამორჩეული საერთო-სახალხო სიყვარულითა და პოპულარობით. იგი იყო ერთ-ერთი პირველთაგანი ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვისი თამაშითაც მსოფლიო საფეხბურთო სამყარომ გაიცნო ქართული ფეხბურთი. ფლობდა ფენომენალურ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ თამაშის სტილსა და საფეხბურთო ტექნიკას, რასაც ხაზგასმით აღნიშნავდა მსოფლიო სპორტული პრესა და რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებდა მისი თამაშის მნახველ მაყურებელს. თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. 1960 წლის ევროპის ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საპატიო ნიშნის ორდენისა და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი. 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და ერთი გოლის ავტორი. მიხეილ მესხი შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ექვსჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარცხენა გარემარბად.

 

1998 წელს საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს. მიხეილ მესხის სახელს ატარებს თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონი. 2014  წლის 19 ნოემბერს ამავე სტადიონზე გაიხსნა მიხეილ მესხის ძეგლი (მოქანდაკე გოგი შხვაცაბაია).

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი