logo_geo
კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ევროპის ჩემპიონატზე მე-4 ადგილი დაიკავეს
- +

14 იანვარი. 2022. 01:30

 

ქართულმა წყვილმა ესტონეთში მიმდინარე ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზი მე-4 ადგილზე დაასრულა. თავისუფალ პროგრამაში კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ 122,12 ქულა მიიღეს, რაც მოკლე პროგრამის შედეგთან ჯამში (184,05) საკმარისი აღმოჩნდა კონტინენტის საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. წყვილმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზა.

 

ჩემპიონები კი რუსეთის წარმომადგენლები - მიხაილ გალიამოვი და ანასტასია მიშინა გახდნენ (239,82 ქულა).

 

დღესვე, ტალინში ქალებს შორის შეჯიბრი დაიწყო. საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამის შემდეგ 67,02 ქულით მე-6 ადგილზეა. ქალები თავისუფალ პროგრამას 15 იანვარს შეასრულებენ.

 

 

big_banner
არქივი