logo_geo
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსკაპიტანი „ლეიბორისტულ პარტიაში“ გაწევრიანდა
- +

14 იანვარი. 2022. 22:49

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი გარი ნევილი „ლეიბორისტულ პარტიაში“ გაწევრიანდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

„ძალიან მიხარია, რომ გარი ნევილი ჩვენს პარტიას შეუერთდა. ამაზე მასთან დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით. ჩემი აზრით, მას პოლიტიკაში თავისი სიტყვით თქმა შეუძლია“, - განაცხადა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა, ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრმა ლუსი პაეულმა.

 

ბრიტანული მედიის ცნობით, გარი ნევილმა შესაძლოა 2024 წელს მანჩესტერის მერის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. თავად ექსფეხბურთელმა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ ჯერ მწვრთნელად, შემდეგ კი საფეხბურთო ექსპერტად მუშაობდა, მერის თანამდებობაზე კენჭისყრის გეგმები არ დაადასტურა.

 

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემთვის შესაფერისი საქმეა“, - განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსკაპიტანმა.

 

 

big_banner
არქივი