logo_geo
მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა⛸️
- +

15 იანვარი. 2022. 01:56

 

 

მორის ყვითელაშვილმა ესტონეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში 253.91 ქულა დააგროვა, რაც საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად საკმარისი აღმოჩნდა.

 

ევროპის ჩემპიონი კი რუსეთის წარმომადგენელი მარკ კონდრატიუკი გახდა, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 286.56 ქულა მიიღო.

 

მანამდე კონტინენტის პირველობაზე ქართლმა სპორტულმა წყვილმა კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ მე-4 ადგილი დაიკავეს. ქართული დელეგაცია ტურნირზე ასპარეზს 15 იანვარს, ანასტასია გუბანოვას გამოსვლით დაასრულებს. საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენი ქალთა შორის მოკლე პროგრამის შემდეგ მე-6 ადგილს იკავებს.

 

 

big_banner
არქივი