logo_geo
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან დეპორტირებული იქნება
- +

16 იანვარი. 2022. 12:24

 

 

ცნობილი გახდა ავსტრალიის სასამართლოს გადაწყვეტილება მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ავსტრალიის იმიგრაციის მინისტრმა ალექს ჰოუკმა გააუქმა ჩოგბურთელის ვიზა და ჯოკოვიჩის ადვოკატებმა სასწრაფოდ სარჩელი შეიტანეს.

 

საბოლოოდ, სასამართლომ სარჩელი უარყო. ჯოკოვიჩმა წააგო საქმე და შესაბამისად, ვერ მიიღო ავსტრალიის ვიზა. უახლოეს საათებში ის დეპორტირებული იქნება ქვეყნიდან. გარდა ამისა, ნოვაკს მოუწევს სასამართლოს ხარჯების ანაზღაურება.

 

ჯოკოვიჩის საქმე სრული შემადგენლობით განიხილა ავსტრალიის ფედერალურმა სასამართლომ.

 

 

big_banner
არქივი