logo_geo
ლიონელ მესის ოჯახი ბარსელონაში დაბრუნებას სთხოვს
- +

16 იანვარი. 2022. 17:32

 

 

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, „ბარსელონაში“ დაბრუნდეს.

 

როგორც გაზეთი „The Mirror“ წერს, არგენტინელი ფეხბურთელის ცოლი ვერ გრძნობს თავს ბედნიერად პარიზში. ამტკიცებენ, რომ ანტონელა როკუცოს არ მოსწონს ცხოვრება საფრანგეთში და მესის გამოუცხადა, რომ ბარსელონაში დაბრუნება სურს.

 

ლიონელ მესის შვილებმა დღემდე ვერ მოახერხეს პარიზულ ცხოვრებასთან ადაპტირება. ფეხბურთელის ოჯახს არ მოსწონს ქარიანი და წვიმიანი პარიზული ამინდი, ასევე ვერ ახერხებენ ფრანგულად კარგად ლაპარაკს. ასევე იტყობინებიან, რომ მესის „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე დათანხმებას ცდილობენ ჩავი და დანი ალვეში. 

 

 

big_banner
არქივი