logo_geo
ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების შემადგენლობა დასახელდა
- +

19 იანვარი. 2022. 11:08

 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნულ ფედერაციაში 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე მონაწილე ქართველ მოციგურავეთა გუნდის შემადგენლობა დაასახელეს.

 

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოციგურავეები ერთდროულად ორ სეგმენტში, გუნდურსა და ოთხივე კატეგორიაში ინდივიდუალურ სახეობებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

პეკინში გაემგზავრებიან:

 

ერთეული კაცები: მორის ყვითელაშვილი

 

ერთეული ქალები: ანასტასია გუბანოვა

 

სპორტული ცეკვები: მარია კაზაკოვა/გიორგი რევია

 

სპორტული წყვილები: კარინა საფინა/ლუკა ბერულავა

 

სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე (ქალები), ნიკა ეგაძე (კაცები), ანასტასია მეტელკინა- დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები)

 

ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ნაკრების დაკომპლექტებისას მთავარი კრიტერიუმი მოქმედი მოციგურავეების მაღალი სპორტული შედეგები და მათი პერსპექტივების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გუნდის ფორმირება იყო.

 

2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში გაიმართება 2 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით. ფიგურულ ციგურაობაში კი გუნდური ასპარეზობა 4 თებერვლიდან დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი