logo_geo
„პსჟ“-მ დაადასტურა ზინედინ ზიდანის მიწვევა
- +

19 იანვარი. 2022. 11:46

 

„პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენლებმა ახალი შეხვედრა გამართეს მადრიდის „რეალის“ ყოფილ მწვრთნელთან ზინედინ ზიდანთან. ფრანგმა სპეციალისტმა მიიღო დადასტურება, რომ მან ზაფხულში უნდა შეცვალოს პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო პოჩეტინო.

 

თავად პოჩეტინო მზად არის, ზაფხულში დატოვოს კლუბი და დაბრუნდეს პრემიერლიგაში, სადაც შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგეს სათავეში.

 

49 წლის ზიდანი 2021 წლის ზაფხულიდან უმუშევარია, როცა „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

 

 

big_banner
არქივი