საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.
22 წლის შემტევი ბელგიური „გენტიდან“ 6-თვიანი იჯარით გერმანულ „ჰამბურგში“ გადავიდა, რომლის ღირსებასაც 30 ივნისამდე დაიცავს.
20 ტურის შემდეგ „ჰამბურგი“ გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.