logo_geo
ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები
- +

29 იანვარი. 2022. 02:21

 

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ასოციაციის ყოველწლიური სახელობითი პრემიები შემდეგ სპორტულ ჟურნალისტებს ერგოთ:

 

მიხეილ კაკაბაძის პრემია - დავით ჭელიძეს სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის.

ნოდარ გუგუშვილის პრემია - პაატა ნაცვლიშვილს წიგნისათვის "გიორგი ნიკოლაძე";

კოტე მახარაძის პრემია - საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ რედაქციას ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საუკეთესოდ გაშუქებისთვის;

ეროსი მანჯგალაძის პრემია - თემურ ჯაფარიძეს სპორტულ რადიოჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის;

ნუგზარ შატაიძის პრემია - საბა საპანაძეს მედიაპროექტ "geo team" ისთვის

გურამ თიკანაძის პრემია -  ბადრი კეთილაძეს სპორტულ ფოტოჟურნალისტკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის

ნომინანტების დაჯილდოვება მოხდება 2022 წლის 2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს. ამავე დღეს მოეწყობა ჩვენი კოლეგის, ბადრი კეთილაძის პერსონალური  ფოტოგამოფენა. ფოტოგამოფენაზე მოხდება წლის საუკეთესო ფოტოჟურნალისტის აღმნიშვნელი დიპლომის  გადაცემა ბადრი კეთილაძის ოჯახისთვის, რომელიც, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ სულ მცირე ხნის წინ გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი