logo_geo
შოთა არველაძეს საოცნებო სტარტი ჰქონდა
- +

30 იანვარი. 2022. 02:37

 

 

გამოცემა newschainonline შოთა არველაძის წარმატებულ ინგლისულ დებიუტს გამოეხმაურა – „ჰალ სიტიმ“, რომლის მთავარ მწვრთნელადაც ქართველი სპეციალისტი დაინიშნა, პირველ მატჩში „სუონსი სიტი“ 2:0 დაამარცხა.

 

„შოთა არველაძეს „ჰალის“ მწვრთნელის პოსტზე საოცნებო სტარტი ჰქონდა – მისმა გუნდმა შინ „სუონსი“ 2:0 დაამარცხა.

 

„რეინჯერსის“ ყოფილი თავდამსხმელის დანიშვნა, ელიტარულ დონეზე მისი მენეჯერული გამოცდილების ნაკლებობის გათვალისწინებით, ბევრს ავანტიურად მოეჩვენა. მაგრამ არველაძემ, რომელმაც ამ კვირაში გრანტ მაკკენი ახალი მფლობელის, აკუნ ილიჯალის გადაწყვეტილებით შეცვალა, აღმოსავლეთ იორკშირში უფრო ბედნიერ დაწყებაზე ვერც იოცნებებდა.

 

პირველ ტაიმში გატანილი ტომ ივსისა და კინ ლუის-პოტერის გოლებით „ჰალმა“ თამაში, ფაქტობრივად, პირველ ტაიმში დაასრულა“, – წერს newschainonline.

 

ახალი ერა „ჰალ სიტიში“

 

ქართველის გამარჯვებას გამოეხმაურა გამოცემა „დეილი მეილიც“, სადაც წერია, რომ გუნდის ახალი მეპატრონე იმედოვნებს, რომ შოთა არველაძე გუნდს პრემიერლიგაში დააბრუნებს.

 

„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. გუნდში ახალი ერა დაიწყო. კლუბის მფლობელი აკუნ ილიჯალის მიერ დაპირებული რევოლუცია ამ კვირაში დაიწყო, როდესაც მან გაათავისუფლა გრანტ მაკკენი და „რეინჯერსის“ ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე დანიშნა.

 

ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, ზოგიერთისთვის სარისკოდ გამოიყურებოდა, თუ გავითვალისწინებთ ბოლო ორ ტურში „ჰალის“გამარჯვებებს „ბლექბერნთან“ და „ბორნმუთთან“. მაგრამ „სუონსისთან“ 2:0 მოგებით არველაძემ საქმიანობა შესანიშნავი სტარტით და კარგი შეგრძნებით დაიწყო.

 

ილიჯალმა გასულ კვირას დაასრულა აღმოსავლეთ იორკშირის გუნდის გადაფორმება და პრემიერლიგაში დაბრუნების ამბიციური გეგმები აქვს. მას სჯერა, რომ არველაძე არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია „ჰალის“ გადაყვანა“.

შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ 32 ქულა დააგროვა და პრემიერშიპში მე-18 ადგილზეა.

 

 

big_banner
არქივი