logo_geo
მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ ოლიმპიადაზე მე-19 ადგილი დაიკავეს
- +

14 თებერვალი. 2022. 11:36

 

 

მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზეს და მსაჯებისგან 97.25 ქულა დაიმსახურეს. მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა164.33 ქულით მე-19 ადგილი დაიკავა. წყვილისთვის ეს პირველი ოლიმპიური თამაშები იყო.

 

გამარჯვება კი ფრანგულმა დუეტმა - გაბრიელა პაპადაკისმა და გიიომ სიზერონმა მოიპოვეს, რომლებმაც მიღებული ქულებით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს - 226,98 (90,83 + 136,15).

 

 

big_banner
არქივი