logo_geo
ლუკა ბერულავა და კარინა საფინა ოლიმპიადის ფინალში გავიდნენ
- +

18 თებერვალი. 2022. 16:00

 

 

პეკინის ოლიმპიადაზე დასკვნით ფაზაში შევიდა ფიგურულ მოციგურავეთა ასპარეზობა. 18 თებერვალს დაიწყო თავისუფალი პროგრამა მოკლე ცეკვებში.

 

შეჯიბრებაში საქართველოს სახელით გამოვიდნენ კარინა საფინა და ლუკა ბერულავა. მათ 66.11 ქულა დაიმსახურეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ფინალში მოსახვედრად. თუმცა საბოლოოდ რომელი ადგილის დასაკავებლად იქნება საკმარისი ეს მაჩვენებელი, მას შემდეგ შევიტყობთ, რაც ყველა წყვილი გამოვა.

 

შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიადაზე მეათე ადგილი დაიკავა (ინდივიდუალურ შეჯიბრებაში) მორის ყვითელაშვილმა, ხოლო ანასტასია გუბანოვა ქალებში მეთერთმეტე იყო.

 

 

big_banner
არქივი