logo_geo
ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალშია
- +

18 თებერვალი. 2022. 21:38

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინალშია ATP-ის 250-იანი სერიის დოჰას ტურნირის ფინალშია. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ფრანგი არტურ რიდნერკნეხი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა.

 

ბასილაშვილმა დოჰას ტურნირი მერვედფინალიდან დაიწყო და ჯერ შვედი ელიას იმერი, შემდეგ კი უნგრელი მარტონ ფუჩოვიჩი დაამარცხა.

 

ფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუს კარენ ხაჩანოვსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს შორის გამარჯვებული იქნება. ფინალური შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება.

 

აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია. 2021 წელს მან ფინალში სწორედ რობერტო ბაუტისტა-აგუტს სძლია.

 

 

big_banner
არქივი