logo_geo
საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა ევროპის თასზე ოთხი მედალი მოიპოვა
- +

20 თებერვალი. 2022. 13:02

 

 

საქართველოს პარატაეკვონდოს ნაკრებმა, ალბანეთში, ევროპის თასზე, წარმატებით იასპარეზა, სადაც 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო, - ინფორმაციას საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

 

ოქროს მედალი:

 

გიორგი ხიზანიშვილი (-58 კგ);

 

ბრინჯაო:

 

ლია ჩაჩიბაია (-47 კგ);

 

სანდრო მეგრელიშვილი (-63 კგ);

 

დავით მაქაძე (+80 კგ).

 

ალბანეთის ევროპის თასი პარალიმპიური თამაშების სარეიტინგო ტურნირია და მასში 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

პარატაეკვონდოს ნაკრები მესამე წელია, რაც კომიტეტის მხარდაჭერით საერთაშორისო ტურნირებში რეგულარულად მონაწილეობს და, ამ მცირე დროში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და ანგარიშგასაწევ გუნდად ჩამოყალიბდა.

 

 

big_banner
არქივი