ჩემპიონთა ლიგის ფინალის რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში ჩატარების საკითხი გადაიხედება, – წერენ ევროპის წამყვანი გამოცემები. მიზეზად, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები სახელდება.
აღნიშნავენ, რომ სანკტ-პეტერბურგის ალტერნატივად ჩემპიონთა ლიგის ფინალის (რომელიც წელს, 28 მაისს უნდა გაიმართოს) ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ჩატარება იგეგმება და უეფა ყურადღებით აკვირდება უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს.