logo_geo
შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართოს
- +

22 თებერვალი. 2022. 18:49

 

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალის რუსეთში, კერძოდ კი სანკტ-პეტერბურგში ჩატარების საკითხი გადაიხედება, – წერენ ევროპის წამყვანი გამოცემები. მიზეზად, რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებები სახელდება.

 

აღნიშნავენ, რომ სანკტ-პეტერბურგის ალტერნატივად ჩემპიონთა ლიგის ფინალის (რომელიც წელს, 28 მაისს უნდა გაიმართოს) ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ჩატარება იგეგმება და უეფა ყურადღებით აკვირდება უკრაინასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

 

 

big_banner
არქივი