logo_geo
უეფა სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის სამასპინძლოდ ხუთ ქალაქს განიხილავს
- +

24 თებერვალი. 2022. 12:16

 

 

უეფა სერიოზულად განიხილავს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანკტ-პეტერბურგიდან სხვა ქალაქში გადატანის პერსპექტივას.

 

როგორც ESPN ირწმუნება, ფინალის გადატანის ალბათობა საკმაოდ მაღალია. უეფა გეგმავს ევროკავშირთან თანამშრომლობას და ითვალისწინებს სანქციებს, რომელსაც რუსეთს დაუწესებენ.

 

ფინალის „უემბლიზე“ ჩატარება არ განიხილება, რადგან ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩის პერიოდში ლონდონურ სტადიონზე დაგეგმილია ინგლისური ტურნირების ფინალები. გარდა ამისა, „უემბლიზე“ 2024 წელს არის ჩანიშნული ჩემპიონთა ლიგის ფინალი.

 

უეფამ წლევანდელი ფინალის ჩატარების ალტერნატიულ ვარიანტად დაასახელა რომი, მიუნხენი, პარიზი, ამსტერდამი და ბარსელონა.

 

 

big_banner
არქივი