logo_geo
სანკტ-პეტერბურგს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობა ჩამოერთვა - მატჩს პარიზი მიიღებს
- +

25 თებერვალი. 2022. 14:08

 

 

უეფა-ს აღმასკომის საგანგებო სხდომაზე გადაწყდა, რომ 2021-22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგში აღარ გაიმართება. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზით, რუსეთს ჩამოერთვა მთავარი ევროტურნირის ფინალური მატჩის ორგანიზების უფლება.

 

უკვე ცნობილია, რომ ფინალის ჩატარების უფლება გადაეცა პარიზს, კერძოდ, თამაშს „სტად დე ფრანსი“ უმასპინძლებს. ბოლოს ამ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი 16 წლის წინ ჩატარდა, როცა „ბარსელონამ“ „არსენალი“ დაამარცხა.

 

 

big_banner
არქივი