logo_geo
ფორმულა 1-მა 2022 წელს რუსეთის გრანპრი გაუქმების შესახებ გამოაცხადა
- +

25 თებერვალი. 2022. 17:17

 

 

ფორმულა 1-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, შეუძლებელია 2022 წლის სეზონში რუსეთის გრანპრის ჩატარება.

 

„ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატი პოზიტიური განწყობით სტუმრობს ქვეყნებს მთელ მსოფლიოში და ცდილობს ხალხისა და ერების გაერთიანებას. დიდი მწუხარებითა და შოკირებულ მდგომარეობაში ვადევნებთ თვალს უკრაინაში მოვლენათა განვითარებას და ვიმედოვნებთ, რომ ამჟამინდელი სიტუაცია სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდება.

 

პარასკევს, ფორმულა 1-მა, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ და გუნდებმა განიხილეს ჩვენი სპორტის პოზიცია და იმ აზრამდე მივიდნენ, რომ დღევანდელ პირობებში რუსეთის გრანპრის ჩატარება შეუძლებელია“, – წერია განცხადებაში.

 

რუსეთის გრანპრი სოჭის ავტოდრომზე სექტემბერში იყო ჩანიშნული.

 

 

big_banner
არქივი