logo_geo
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სპონსორთან, რუსულ კომპანია „აეროფლოტთან“ ურთიერთობა გაწყვიტა
- +

25 თებერვალი. 2022. 18:11

 

 

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რუსულ კომპანია „აეროფლოტთან“ სასპონსორო ხელშეკრულება გაწყვიტა, – იუწყება BBC.

 

ინგლისურ გრანდსა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობა 2013 წელს დაიწყო და „აეროფლოტი“ დღემდე  „მანჩესტერ იუნაიტედის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო, ხელშეკრულება კი 2023 წლამდე რჩებოდა ძალაში.

 

„უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ შევწყვიტეთ „აეროფლოტთან“ ურთიერთობა. ვითვალისწინებთ ჩვენი გულშემატკივრების აღშფოთებას მთელი მსოფლიოდან და თანაგრძნობას ვუცხადებთ ომით დაზარალებულებს“, – წერია „მანჩესტერ იუნაიტედის“ განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი