logo_geo
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ პუტინს ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე უფლებამოსილება შეუჩერა
- +

27 თებერვალი. 2022. 13:45

 

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) შეაჩერა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უფლებამოსილება ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტზე.

 

„უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აცხადებს ვლადიმირ პუტინის სტატუსის შეჩერების შესახებ საერთაშორისო საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის რანგში“, – წერია ფედერაციის განცხადებაში.

 

უფრო ადრე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა ყაზანში მსოფლიოს სერიის ეტაპის გაუქმების შესახებ.

 

 

big_banner
არქივი