logo_geo
ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარს აცხადებს
- +

27 თებერვალი. 2022. 16:02

 

 

ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარს აცხადებს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხეთის საფეხბურთო კავშირი ავრცელებს.

 

„ჩეხეთის საფეხბურთო კავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩეხეთი არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებს რუსეთთან“, - ნათქვამია ჩეხეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, აქამდე რუსეთის ნაკრებთან თამაშზე პოლონეთმა და შვედეთმა განაცხადეს უარი.

 

 

big_banner
არქივი