logo_geo
ვლადიმირ პუტინს ოლიმპიური ორდენი და ტაეკვანდოს შავი ქამარი ჩამოართვეს
- +

1 მარტი. 2022. 10:51

 

 

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა კომიტეტმა ოლიმპიური ორდენი ჩამოართვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ კომიტეტის პრესსამსახური წერს.

 

„განსაკუთრებული გარემოებებიდან გამომდინარე, აგრეთვე ოლიმპიური ზავის დარღვევისა და ძველი სხვა დარღვევების გამო, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო სპეციალური გადაწყვეტილება – ჩამოართვას ოლიმპიური ორდენები რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ვლადიმირ პუტინს“, – წერია განცხადებაში.

 

გარდა ამისა, ტაეკვანდოს მსოფლიო ფედერაციამ ვლადიმირ პუტინს ჩამოართვა მეცხრე დანის შავი ქამარი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს 2013 წლის ნოემბერში მიენიჭა.

 

 

big_banner
არქივი