logo_geo
რაგბი ევროპამ რუსეთი და ბელარუსი მოკვეთა
- +

2 მარტი. 2022. 19:55

 

 

„რაგბი ევროპის დირექტორთა საბჭომ, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის ფონზე, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ სანქციები ერთხმად დაამტკიცა“, - ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

 

რაგბი ევროპამ სრულად გაიზიარა მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება და რუსეთისა და ბელარუსის რაგბის კავშირები თავისი რიგებიდან მოკვეთა. ორივე ქვეყნის ყველა ასაკობრივ გუნდს, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აეკრძალათ.

 

მანამდე მსოფლიო რაგბმა რუსეთი და ბელარუსი საკუთარი რიგებიდან გარიცხა, მათ ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო მატჩებში მონაწილეობა აეკრძალათ.

 

 

big_banner
არქივი