logo_geo
გერმანელი ჩოგბურთელი: რუსი ჩოგბურთელები იცინიან იმაზე, რაც უკრაინაში ხდება
- +

6 მარტი. 2022. 10:34

 

 

უკრაინაში დაბადებულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ევა ლისმა განაცხადა, რომ რუსი მოთამაშეები იცინიან იმ სიტუაციის გამო, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ლისი ყაზახეთში „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირებში მონაწილეობს და რუს ჩოგბურთელებს იქ შეხვდა.

 

„თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტი საშინელებაა. არ ვცდილობ რაიმე პოზიტივისთვის საბაბის ძიებას. მე ვნახე, როგორ ძინავს მეტროში პატარა ქალიშვილთან ერთად ჩემი მეგობრის დედას. სატელეფონო საუბრისას აფეთქებების ხმა ისმოდა.

 

ადამიანები დაუცველები არიან ამ აგრესიის წინაშე, მაგრამ ისინი ძალიან მამაცები არიან. აქ მყოფი ბევრი რუსი მოთამაშე უპატივცემულობას გამოხატავს უკრაინელების მიმართ, რომლებიც სამშობლოში გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან. რუსები დასცინიან მათ, ზოგიერთი დემონსტრაციულად იცვამს სპორტულ კოსტუმს რუსეთი დროშის ფერებით. საჭიროა, რომ ხალხმა ეს იცოდეს“, – მოჰყავს ლისის სიტყვები ბრიტანულ გაზეთ „Daily Mail“-ს.

 

 

big_banner
არქივი