logo_geo
მსოფლიო თასის ეტაპზე რუსი ტანმოვარჯიშის პროვოკაციამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია
- +

6 მარტი. 2022. 11:31

 

 

ყატარის ქალაქ დოჰაში სპორტულ ტანვარჯიშში მსოფლიოს თასის ეტაპი გაიმართა. ერთ-ერთ დისციპლინაში დაჯილდოების ცერემონიისას, რუსმა ტანმოვარჯიშემ ივან კულიაკმა ყველა აღაშფოთა მას შემდეგ, რაც მაისურზე ასო „Z“ დააწება – იმ ადგილას, სადაც რუსული დროშა უნდა ყოფილიყო. სწორედ ეს სიმბოლოა გამოსახული ტანკებსა და სამხედრო ტექნიკაზე, რომელიც დღეს უკრაინას უტევს.

 

20 წლის რუსი ტანმოვარჯიშის ჟესტი ორმაგად პროვოკაციული იყო იმის გამო, რომ მის გვერდით პოდიუმზე უკრაინელი ილია კოვტუნი იდგა. მან ოქროს მედალი აიღო პარალელურ ორძელზე ასპარეზობაში, კულიაკი კი მესამეზე გავიდა.

 

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ აუკრძალა რუს და ბელარუს სპორტსმენებს დროშისა და ჰიმნის გამოყენება, მაგრამ დაუშვა ისინი საერთაშორისო ტურნირებზე.

 

ბოლო დღეებში პუტინის მომხრე პოლიტიკოსები, აქტივისტები და გავლენიანი პირები ხშირად ჩნდებიან გულსაბნევებით, რომელზეც „Z“ წერია. ისინი ამით ომის მიმართ საკუთარ მხარდაჭერას გამოთქვამენ. ნივთებს „Z“ ასოთი ყიდის კრემლის დაფინანსებული ტელეარხი Russia Today.

 

 

big_banner
არქივი