logo_geo
მიხაელ შუმახერის ბოლიდი 4.9 მილიონ დოლარად იყიდება
- +

6 მარტი. 2022. 18:51

 

 

ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის ბოლიდი გასაყიდად გამოიტანეს, – ამის შესახებ Wtf1 იტყობინება.

 

„Ferrari F300“-ის საწყისი ფასი იქნება 4.9 მილიონი დოლარი.

 

ამ ბოლიდით შუმახერმა 1998 წელს უნგრეთის გრანპრი მოიგო. ასევე ამ მანქანით ის სეზონის დასკვნით რბოლაში გამოდიოდა – იაპონიის გრანპრიზე, სადაც მიკა ჰაკინენთან დამარცხდა.

 

აქამდე ყველაზე ძვირად გაიყიდა შუმახერის ბოლიდი – „Ferrari F2002“, რომელშიც 2019 წელს 6.6 მილიონი დოლარი გადაიხადეს.

 

მიხაელ შუმახერმა 2013 წელს, სამთო თხილამურებით სრიალისას თავის ქალის მძიმე ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე საიდუმლოდ რჩება.

 

 

big_banner
არქივი