logo_geo
რატი იონათამიშვილი პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ენდრიუ პარსონსს შეხვდა
- +

7 მარტი. 2022. 20:06

 

 

„დღეს საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ენდრიუ პარსონსს შევხვდი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ფასდაუდებელია, ბატონი პრეზიდენტის წვლილი პარალიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარების საქმეში.

 

„ენდრიუ პარსონსი ჩვენი მოძრაობის და ქვეყნის ერთგული მეგობარია. ჩვენ გავიხსენეთ მისი საქართველოში ვიზიტი 2018 წელს, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის გზებზე.

 

ფასდაუდებელია, ბატონი პრეზიდენტის წვლილი პარალიმპიური მოძრაობისა და სპორტის განვითარების საქმეში. ბატონმა ენდრიუმ მოგვილოცა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, წარმატება უსურვა ჩვენს ეტლით მოთხილამურე სპორტსმენს თემო დადიანს და მომავალშიც მხარდაჭერა აღგვიქვა“, - წერს რატი იონათამიშვილი.

 

 

big_banner
არქივი