„ინგლისის საფეხბურთო პრემიერ-ლიგამ რუსეთთან მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეაჩერა“, - ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა. შეჩერებაზე ინგლისის ჩემპიონატის 20-ვე კლუბი მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში მსჯელობდა.
თავის მხრივ, ანალოგიური ხელშეკრულების მოქმედება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამაც შეაჩერა, შესაბამისად, რუსეთში ვერ ინგლისის თასის შეხვედრებს ნახავენ.