logo_geo
პრემიერ-ლიგამ რუსეთში მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეაჩერა
- +

8 მარტი. 2022. 19:37

 

 

„ინგლისის საფეხბურთო პრემიერ-ლიგამ რუსეთთან მაუწყებლობის შესახებ ხელშეკრულების მოქმედება შეაჩერა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა. შეჩერებაზე ინგლისის ჩემპიონატის 20-ვე კლუბი მხოლოდ 15 წუთის განმავლობაში მსჯელობდა.

 

თავის მხრივ, ანალოგიური ხელშეკრულების მოქმედება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამაც შეაჩერა, შესაბამისად, რუსეთში ვერ ინგლისის თასის შეხვედრებს ნახავენ.

 

 

big_banner
არქივი