logo_geo
FIFA-მ დაადასტურა, რომ რუსეთი მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს
- +

9 მარტი. 2022. 14:26

 

FIFA-ში დაადასტურეს, რომ რუსეთის ეროვნული ნაკრები 2022 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიხსნა. ინფორმაცია ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

ამის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა. პროტესტის ნიშნად, პოლონეთის ნაკრებმა, რომელსაც რუსეთი საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში უნდა შეხვედროდა, მატჩზე უარი თქვა.

 

FIFA-ს გადაწყვეტილებით, პოლონეთი შესარჩევი ტურნირის შემდეგ ეტაპზე ავტომატურად გადავიდა და გადამწყვეტ მატჩში შვედეთსა ან ჩეხეთის რესპუბლიკას დაუპირისპირდება.

 

მანამდე რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს თავიანთ ტურნირებში მონაწილეობა FIFA-მ და UEFA-მ აუკრძალეს.

 

 

big_banner
არქივი