ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ ყველა დროის 10 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სიაში ერთადერთი აქტიური მოთამაშე - ანდრეს ინიესტა მოხვდა.
„ისტორიაში 10 საუკეთესო მოთამაშე? მარადონა, დი სტეფანო, ტრაპატონი, გარინჩა, კრუიფი, ბეკენბაუერი, ალბერტო, ზიდანი, რონალდო(ნაზარიო) და ინიესტა“, - განაცხადა ბრაზილიელმა.
ლეგენდამ ასევე დაასახელა 3 მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში ჩაეწეროს.
„უკვე ვიცით, თუ როგორი საოცრებები არიან კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი. ამის გარდა, მომავალი კილიან მბაპესთვისაც ნათლად გამოიყურება", - ამატებს ლეგენდა საკუთარ ნათქვამს.