ჭადრაკის ფედერაციების მსოფლიო საბჭომ (ფიდე) მიიღო გადაწყვეტილება, ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა რუსეთის ნაცვლად ინდოეთში ჩატარდეს. ამის შესახებ ფიდე-ს განცხადებაშია აღნიშნული.
ჭადრაკის 44-ე ოლიმპიადა მოსკოვში და ხანტი-მანსიისკში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფიდე-მ მისი სხვა ქვეყანაში გადატანა გადაწყვიტა.
ახლა კი ფიდე-მ დააკმაყოფილა ინდოეთის ფედერაციის განაცხადი და ოლიმპიადა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ჩატარდება ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში.