logo_geo
ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა რუსეთის ნაცვლად ინდოეთში ჩატარდება
- +

16 მარტი. 2022. 17:44

 

 

ჭადრაკის ფედერაციების მსოფლიო საბჭომ (ფიდე) მიიღო გადაწყვეტილება, ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადა რუსეთის ნაცვლად ინდოეთში ჩატარდეს. ამის შესახებ ფიდე-ს განცხადებაშია აღნიშნული.

 

ჭადრაკის 44-ე ოლიმპიადა მოსკოვში და ხანტი-მანსიისკში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფიდე-მ მისი სხვა ქვეყანაში გადატანა გადაწყვიტა.

 

ახლა კი ფიდე-მ დააკმაყოფილა ინდოეთის ფედერაციის განაცხადი და ოლიმპიადა ინდოეთის ქალაქ ჩენაიში ჩატარდება ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში.

 

 

big_banner
არქივი