logo_geo
რუსეთს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გამოტოვებაც ემუქრება
- +

18 მარტი. 2022. 10:40

 

 

უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავიდანვე ხისტი პოზიცია დაიკავა რუსეთის მიმართ და რეკომენდაცია მისცა საერთაშორისო ფედერაციებს – არ დაეშვათ საერთაშორისო ტურნირებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენები, რაც თითქმის 100 პროცენტით შესრულდა.

 

რუსეთი ყველა მოახლოებულ დიდ ტურნირს ჩამოაშორეს, მაგალითად, ფეხბურთში, ფიგურულ სრიალსა და ჰოკეიში მსოფლიოს ჩემპიონატებს. ამასთან, რუსმა სპორტსმენებმა არც ის იციან, სპორტის ამა თუ იმ სახეობაში შეეძლებათ თუ არა ახალი სეზონის დაწყება. ისინი იმედოვნებენ, რომ მოახერხებენ საერთაშორისო სპორტში დაბრუნებას, როგორც კი ომი დასრულდება.

 

მაგრამ შეიძლება დისკვალიფიკაცია მშვიდობის დადგომის შემდეგაც გაგრძელდეს. ეს გასაგები გახდა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მასპინძლის პარიზის მერის ან იდალგოს განცხადების შემდეგ.

 

„ჩემთვის ოლიმპიური თამაშები მსოფლიოს გეოპოლიტიკის ნაწილიცაა. ის, რაც დღეს ხდება, არ აყენებს რუსეთს მშვიდობისმოყვარე ქვეყნების რიგებში“, – განუცხადა იდალგომ სააგენტო „როიტერს“.

 

პოლიტიკოსი მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი შეიძლება 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადის გარეშე დარჩეს. როდის მიიღებენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ამის შესახებ იდალგოს არაფერი უთქვამს.

 

„ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ის საერთოდ არ აღიარებს საერთაშორისო სამართლის არსებობას. ჩვენ ამის გათვალისწინება მოგვიწევს“, – ამბობს პარიზის მერი.

 

ამ საკითხში საბოლოო სიტყვა მაინც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ეკუთვნის და ეს ორგანიზაცია დღეს მკვეთრად ნეგატიურად არის განწყობილი რუსეთის მიმართ. ამიტომაც, რუსები დადებით შედეგს არ უნდა ელოდონ.

 

თანაც, იდალგოს, როგორც პოლიტიკოსს, 2024 წლისთვის მეტი წონა ჰქონდეს, რადგან მალე ის შეიძლება საფრანგეთის პრეზიდენტი გახდეს. ის არჩევნებში თავის კანდიდატად სოციალისტურმა პარტია წამოაყენა.

 

ასევე დაუჭირა მხარი რუსეთისა და ბელარუსის საერთაშორისო სპორტიდან გაძევებას პარიზი 2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტა ტონი ესტანგემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ამ ქვეყნის წარმომადგენლებს შეეძლებათ თუ არა ორი წლის შემდეგ ზაფხულის ოლიმპიადაზე მონაწილეობა. ნიჩბოსნობაში სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს მიაჩნია, რომ ჯერ ადრეა გადაწყვეტილების მიღება.

 

 

big_banner
არქივი