logo_geo
ავთანდილ თალაკვაძე: ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ სპორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა უფრო მეტი ადამიანისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი
- +

18 მარტი. 2022. 14:27

 

 

ოზურგეთის მერიის სხდომაზე მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.

 

„წინა სხდომაზე უკვე გითხარით ახალ საჩოგბურთო კომპლექსზე, რომლის მშენებლობასაც ვიწყებთ. დღეს, მინდა გაცნობოთ, რომ ცვლილებები იქნება საფეხბურთო კლუბის მიმართულებითაც. აქტიურად ვმუშაობთ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე და სოფელ ბახვში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. საფეხბურთო კლუბსაც ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, რომელიც ახალი ენერგიით და დავალებებით შეუდგება საქმიანობას“, - აღნიშნავს თალაკვაძე.

 

 

big_banner
არქივი