logo_geo
მოკრივეთა ნაკრების წევრი ლუკა კუბლაშვილი ევროპის ჩემპიონია
- +

24 მარტი. 2022. 02:02

 

 

2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების წევრმა, ლუკა კუბლაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მან ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელი მოკრივე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

 

„ცნობისათვის, 11-24 მარტს, ხორვატიის ქალაქ პორეცში იმართება „ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი 22 წლამდე მოკრივეთა შორის”, სადაც საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრების 8 სპორტსმენი მონაწილეობს.

 

მათგან 5-მა მოკრივემ უკვე მოიპოვა საპრიზო ადგილები. ესენი არიან:

  1. ლუკა კუბლაშვილი - 48 კგ (ოქროს მედალი).
  2. ლექსო ხასაია - 51 კგ (ვერცხლის მედალი).
  3. ლაშა გაგნიძე - 63.5 კგ (ბრინჯაოს მედალი)
  4. ლუკა მაჭუტაძე - 80 კგ (ბრინჯაოს მედალი)
  5. ელენე ლოლაძე - 54 კგ (ბრინჯაოს მედალი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი