logo_geo
„რუბინმა“ დაადასტურა - კვარაცხელიასთან კონტრაქტი შეჩერდა
- +

24 მარტი. 2022. 18:14

 

 

„რუბინი“ და ხვიჩა კვარაცხელია კონტრაქტის შეჩერებაზე შეთანხმდნენ – საქართველოს ნაკრების 21 წლის თავდამსხმელზე ინფორმაციას ყაზანური კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

 

 „საფეხბურთო კლუბ „რუბინმა“ და ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერებაზე ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს. მადლობა ხვიჩას რუბინში გატარებული დროისთვის და წარმატებებს გისურვებთ!“ – წერია კლუბის განცხადებაში.

 

მაგრამ ამ ცნობამ შეცდომაში არ შეგვიყვანოს. რუსული კლუბის განცხადებაში წერია კონტრაქტის შეჩერებაზე და არა გაწყვეტაზე. ფიფა-ს გადაწყვეტილებით, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერ ფეხბურთელს ახალ კლუბში გადასვლა მხოლოდ 30 ივნისამდე შეეძლო და ამისთვის კლუბის თანხმობა საჭირო არ გახლდათ.

 

უცხოური გვერდები ამტკიცებენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ჯერ ბათუმის „დინამოში“ ითამაშებს, შემდეგ კი ევროპაში წავა. სახელდება დაინტერესებული კლუბებიც – thehardtackle კვარაცხელიაზე წერს, რომ „ტოტენჰემი“ და „ლიდსი“ აქტიურობენ, იტალიური გამოცემები კი „ნაპოლისა“ და „მილანზე“ მიუთითებენ.

 

 

big_banner
არქივი