logo_geo
ყაზანში კვარაცხელიას წასვლას უდიდესი დანაკლისი უწოდეს
- +

25 მარტი. 2022. 12:23

 

 

„რუბინის“ სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ყაზანური კლუბიდან ქართველი თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე კომენტარი გააკეთა და ამას გუნდისთვის უდიდესი დანაკლისი უწოდა.

 

„კვარაცხელიას წასვლა „რუბინისთვის“ დიდი დანაკლისია. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ მან ჩვენი კლუბი დატოვა. უნდოდა თუ არა მას გუნდიდან წასვლა? არც კი მინდა ამაზე საუბარი. ყველა ლეგიონერს აქვს ახლა რუსული კლუბებიდან წასვლის უფლება, ხვიჩამ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. მე ვნერვიულობ მისი წასვლის გამო ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი კლუბიდან სხვა ლეგიონერების წასვლაზე“, – თქვა იაროვინსკიმ.

 

„რუბინსა“ და ქართველ თავდამსხმელს შორის კონტრაქტის შეჩერება ცნობილი 24 მარტს გახდა – 21 წლის ფეხბურთელი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. ხვიჩას კონტრაქტი ყაზანურ კლუბთან 2024 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს. მანამდე ფიფა-მ ნება დართო რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს, სეზონის ბოლომდე ცალმხრივად შეაჩერონ კონტრაქტები კლუბებთან.

 

 

big_banner
არქივი