logo_geo
ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ეშლი ბარტიმ კარიერა დაასრულა
- +

27 მარტი. 2022. 20:39

 

 

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა და ქალთა შორის მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ 25 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ათლეტმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

 

ჩოგბურთელის თქმით, ის გამოფიტულია და აღარა აქვს „ის ფიზიკური ძალა და ემოციური სურვილი“, რაც ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე სათამაშოდ აუცილებელია. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 2014 წელს ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადებაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს სიტუაცია წინა შემთხვევისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. 2014 წელს ჩოგბურთიდან წასვლის მიზეზად ბარტიმ გადაღლა და მოგზაურობით გამოწვეული სტრესი დაასახელა.​

 

ბარტი 121 კვირის განმავლობაში წამყვან ჩოგბურთელ ქალებს შორის პირველობას არ თმობდა. 25 წლის ავსტრალიელ ჩოგბურთელს სამი დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული: 2019 წლის საფრანგეთის ღია პირველობა, 2021 წელს უიმბლდონი და 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობა.

 

 

big_banner
არქივი