logo_geo
ზურაბ იაკობიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
- +

29 მარტი. 2022. 22:23

 

 

ზურაბ იაკობიშვილმა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 70 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

 

ბუდაპეშტში მიმდინარე ტურნირის ფინალში ქართველმა სპორტსმენმა სომეხი არმან ანდრეასიანი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

 

ამასთან, 57კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ბექა ბუჯიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბულგარელი სალიმ ნაიმი დაამარცხა.

 

 

 

big_banner
არქივი