logo_geo
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ პირველი ადგილი დაიკავეს
- +

15 აპრილი. 2022. 22:24

 

 

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ესტონეთის ქალაქ ტალინში მიმდინარეობს, კარინა საფინას და ლუკა ბერულავას წყვილმა პირველი ადგილი დაიკავა.

 

მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში ბერულავა-საფინას წყვილმა 188,12 ქულა დააგროვა. მეორე ადგილი ავსტრალიელებს (169,91 ქულა), მესამე კი კანადელებს (156,80 ქულა) ერგოთ.

 

 

big_banner
არქივი