logo_geo
მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის შემპიონატზე 6 მედალი მოიპოვა
- +

21 აპრილი. 2022. 23:17

 

 

ისტორიული შედეგით დაასრულა საქართველოს მოკრივეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 11-22 აპრილს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

„აღსანიშნავია, რომ სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 9 მოკრივემ. ისტორიული 6 მედლის მფლობელები გახდნენ: გორ აივაზიანი - 51 კგ - ოქროს მედალი; დემურ ქაჯაია - 63.5 კგ - ოქროს მედალი; თათია ბუკია - 75 კგ - ვერცხლის მედალი; გოჩა გორდულავა - 60 კგ - ბრინჯაოს მედალი; საბა კვინიკაძე - 75 კგ - ბრინჯაოს მედალი და თამარ სამელია - 48 კგ - ბრინჯაოს მედალი.
მწვრთნელები არიან შალვა დუნდუა და გოჩა რუსია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

big_banner
არქივი