ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულიდან იტალიურ „ნაპოლიში“ ითამაშებს.
ინფორმაცია „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლურ რადიოსთან ინტერვიუში ოფიციალურად დაადასტურა.
კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ამჟამად ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს. ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 4 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.